ხუთმა კომიტეტმა კობახიძის ეკონომიკური გუნდისა და პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ხუთმა, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ირაკლი კობახიძის ეკონომიკური გუნდისა და პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. 

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

საკომიტეტო მოსმენები 7 თებერვალსაც გაგრძელდება. 8 თებერვალს კი პლენარულ სხდომაზე უმრავლესობა ირაკლი კობახიძის მთავრობას საბოლოოდ დაამტკიცებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი