სასამართლოს გადაწყვეტილებით, კაპიტოლიუმის შტურმის საქმეში ტრამპს საპრეზიდენტო იმუნიტეტი ვერ დაიცავს

გამოქვეყნდა:

კოლუმბიის ოლქის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეში საპრეზიდენტო იმუნიტეტი ვერ დაიცავს და ის რიგით მოქალაქედ განიხილება.

3 მოსამართლისგან შემდგარმა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, ერთხმად მიიღო 57-გვერდიანი დასკვნა, რომელშიც 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შტურმის ასობით მონაწილეს ახსენებს, რომლებიც სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარნენ.

გადაწყვეტილების თანახმად, დონალდ ტრამპს იმ მოვლენებისთვის პასუხისმგებლობის ასარიდებლად საპრეზიდენტო იმუნიტეტი ვერ დაიცავს.

"სისხლის სამართლის ამ საქმის კონტექსტში ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი მოქალაქე ტრამპი გახდა, რომელსაც დაცვისთვის ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც სისხლისსამართლებრივ დარღვევისთვის ნებისმიერ სხვა ბრალდებულს" - წერია სასამართლოს დასკვნაში.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ტრამპს მართლაც გააჩნდა იმუნიტეტი პრეზიდენტობის პერიოდში, მაგრამ ის "აღარ იცავს მას ამ სისხლისსამართლებრივი დევნისგან"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი