არგენტინის პრეზიდენტის ცნობით, ქვეყანა იერუსალიმში საელჩოს გახსნის

გამოქვეყნდა:

არგენტინა იერუსალიმში საელჩოს გახსნის. ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ ისრაელში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

"პოზიტიური განცხადება მნიშვნელოვანია. ჩვენ მოუთმენლად ველით არგენტინას, გახსნას მეექვსე საელჩო ისრაელში", - განაცხადა ისრაელის დიპლომატმა.

"ჰამასის" ტერორისტულმა დაჯგუფებამ გააკრიტიკა მილეის განცხადება, მათი თქმით მილეის განცხადება "პალესტინელი ხალხის უფლებების დარღვევაა მათ მიწაზე და საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევა."

მილეის ისრაელში ვიზიტისას გაჰყვა პირადი რაბინი, შიმონ აქსელ ვაჰნიში, რომელიც სავარაუდოდ ელჩი გახდება.

არგენტინის პრეზიდენტს, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაც.

ამ დროისთვის, ღაზაში არგენტინის რამდენიმე მოქალაქე მძევლად რჩება.

ხავიერ მილეი ხუთშაბათს ისრაელის შემდეგ იტალიასა და ვატიკანში გაემგზავრება, სადაც რომის პაპს და იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი