"ის, რომ მოსახლეობის ხელფასები და შემოსავლები არ იზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად, სპეკულაციაა... მედიანური ხელფასი რომ ავიღოთ, რომელიც ზუსტი მონაცემია, საშუალო ხელფასი 2012 წელს იყო 712 ლარის ოდენობით, 2022 წელს იყო 1 543 ლარი და 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, არის 1 855 ლარი, რაც 2,6-ჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს"
- თქვა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ლაშა ხუციშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ პარლამენტში.