"გვესმის, რომ დღეს საქართველოში მდგომარეობა არ არის საუკეთესო და გაჭირვება ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევაა" | დავითაშვილი

გამოქვეყნდა:

"გვესმის, რომ დღეს საქართველოში მდგომარეობა არ არის საუკეთესო და გაჭირვება ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევაა", - ამის შესახებ ეკონომიკის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. ამით მან გიორგი ვაშაძის შეკითხვას უპასუხა. 

"...გვესმის, რომ დღეს საქართველოში მდგომარეობა არ არის საუკეთესო და ბევრ ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაშიც გაჭირვება ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ყველაზე მდიდარი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობაში ცხოვრობს. ამიტომ პოლიტიკური ტრიუკია და მეტი არაფერი ემოციებით თამაში, რომ მაგალითად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დაიცალა, შაჰ-აბასის შემდეგ ეს პირველად მოხდა და მსგავსი რაღაცები...

ქალბატონმა ნინო წილოსანმაც ძალიან მკაფიოდ უპასუხა, როგორი იყო სიტუაცია წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც მოსახლეობა მართლაც გარბოდა გამოუვალი წნეხიდან. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ მიგრაციაზე, მიგრაცია არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის გამოწვევაა და გვინდა, დინამიკა შევცვალოთ პოზიტიურისკენ, მაგრამ ადამიანები მიდიან ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადეთ უცხოეთში მოგზაურობა, ლეგალურად გადაადგილება, სავიზო ბარიერების გარეშე და ა.შ." - თქვა დავითაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი