
"არგენტინა "ჰამასის" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე მუშაობს", - ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ ისრაელელ კოლეგას, ისააკ ჰერცოგს შეხვედრაზე განუცხადა. ისრაელის პრეზიდენტმა მილეის მძევლების დაბრუნებასთან დაკავშირებით მილეის უთხრა, რომ ისრაელს "მოთმენა აღარ შეუძლია".
"თქვენ ეწვიეთ ქვეყანას, რომელსაც 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია სასტიკად დაესხა თავს, დაესხა ბარბაროსულად და სადისტურად ისრაელის ხალხს და მძევლად აიყვანა ასობით ადამიანი...
ახლა ჩვენ გვყავს 136 მძევალი ღაზაში, ჩვენ ვლოცულობთ და დაუღალავად ვმუშაობთ, რომ ისინი სახლში რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ. და მე ვიცი, რომ თქვენ მხარს უჭერთ ამ ბრძოლას...
და მე თქვენი მეშვეობით ვაწვდი გზავნილს მთელ მსოფლიოსაც: ჩვენ გვინდა ისინი სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ. აღარ შეიძლება ლოდინი. მათი ტანჯვა დიდია და ეს ეწინააღმდეგება ადამიანური ღირებულებების ნებისმიერ წესს", - თქვა ჰერცოგმა.
შეგახსენებთ, რომ ხავიერ მილეი ისრაელში დღეს ჩავიდა.
იხილეთ ასევე: