კანადამ "ჰამასის" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

გამოქვეყნდა:

კანადამ 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობის გამო, "ჰამასის" 11 ლიდერის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

როგორც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სანქციები მიზნად ისახავს "ჰამასის" შესაძლებლობის შეზღუდვას, მოიზიდოს დაფინანსება ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი ტერორისტული თავდასხმებისთვის. ქვეყნისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სანქციების კანონმდებლობა "არასახელმწიფო აქტორის" მიმართ გამოიყენება.

სანქცირებული პირების სიაშია "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი იაჰია სინვარი, დაჯგუფების სამხედრო ლიდერი მუჰამედ დეიფი, ასევე "ისლამური ჯიჰადის პალესტინაში" სამხედრო ლიდერი აკრამ ალ-აჯური.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა უკვე დააწესა სანქციები ღაზაში ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, იაჰია სინვარის, ასევე ჰამასის მებრძოლი ფრთის ლიდერის, მუჰამედ დეიფის წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი