"განვიხილავთ "ჰამასის" პასუხს და ვიმსჯელებთ ისრაელის მთავრობასთან" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

"განვიხილავთ "ჰამასის" პასუხს და ვიმსჯელებთ ისრაელის მთავრობასთან", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კატარში ვიზიტისას ქვეყნის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"როგორც იცით, კატართან და ეგვიპტესთან ერთად წარმოვადგინეთ სერიოზული წინადადება, რომელიც მიზნად ისახავდა არა უბრალოდ წინა შეთანხმების გამეორებას, არამედ მის გაფართოებას. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, "ჰამასი" წინადადებას გამოეხმაურა. ჩვენ ახლა განვიხილავთ ამ პასუხს და ხვალ ვიმსჯელებთ ისრაელის მთავრობასთან", - განაცხადა ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი განმარტავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, თუმცა სჯერა, რომ შეთანხმება შესაძლებელია და ამისთვის მუშაობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში კატარის შემდეგ ისრაელს ეწვევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი