ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფოტოებს Meta სპეციალურ აღნიშვნებს დაამატებს

გამოქვეყნდა:

Meta ხელოვნური ინტელექტით (ChatGPT; Google) შექმნილ ფოტოებს სპეციალურ აღნიშვნებს დაამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის წარმომადგენელი ავრცელებს.

წარმომადგენლის ინფორმაციით, Meta სპეციალურ ფოტოებს ნებისმიერ ფოტოზე დაამატებს, რომელიც AI ნიშნებს შეიცავს, რომლითაც Facebook-ის, Instagram-ისა და Threads-ის მომხმარებელს მიანიშნებს, რომ ფოტოები, რომელიც რეალურს ჰგავს, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის მიერ იყოს შექმნილი. აღნიშნული რეგულაციები გავრცელდება კომპანიებზე OpenAi, Microsoft, Adobe, Midjourney, Shutterstock და Google-ის პლატფორმებით შექმნილ ვიზუალიზაციებზეც.

წარმომადგენლის თქმით, ტექნოლოგია, რომელიც AI-ის ამოიცნობს, ჯერჯერობით ბოლომდე დახვეწილი არ არის, თუმცა ის მაინც შეძლებს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოების ამოცნობას. ვიდეო და აუდიო კონტენტის შემთხვევაში კი საქმე უფრო რთულადაა და, სწორედ ამიტომ, შესაბამისი ტექნოლოგიის დახვეწა კვლავ მიმდინარეობს.

სოციალური პლატფორმების მომხმარებლებს აუდიო და ვიდეო ფაილების ატვირთვისას, ვალდებულება ექნებათ თავად მიუთითონ, რომ მასალის შექმნაში AI-ია ჩართული, წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეული ტიპის ჯარიმები დაეკისრებათ.

აღსანიშნავია, რომ თავად Meta-ს AI ხელსაწყოებით შექმნილ ციფრულ კონტენტზე აღნიშვნას უკვე უკეთებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი