პრეზიდენტი პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს | ის ამ დროისთვის "ლელოს" ხვდება

გამოქვეყნდა:

დღეიდან საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს. ამ წუთებში ის "ლელოს" ლიდერებს ხვდება. პრეზიდენტმა მედიასთან დამატებით კომენტარი არ გააკეთა არც შეხვედრასთან დაკავშირებით, არც სამომავლო გეგმებზე.

პრეზიდენტის თქმით, მისი შეთავაზება ყველას ეხება, მათ შორის "ქართულ ოცნებასაც".

"გუშინდელი სიტყვა ხომ მოისმინეთ, ხომ. ყველას ეხება, ვისაც ინტერესი აქვს ქვეყნის", - თქვა მან.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ეხება პრეზიდენტის მიერ გუშინ, პარლამენტში გაჟღერებულ ინიციატივას:

"ინიციატივას, რომელიც გულისხმობს პროევროპული, პროქართული პოლიტიკური ძალების გაერთიანებას ერთიანი მიზნის ირგვლივ - იგულისხმება ქარტია, რომელიც განაცხადებს ცალსახად, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრირება და ეს არის მთავარი ამოცანა ახლა პოლიტიკური დღის წესრიგის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც მოუწოდებს სწორედ გაერთიანებისგან, განსხვავებით მმართველი ძალისგან, რომელიც პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს რომ გახლიჩოს საზოგადოება".

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი