სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს დღეიდან იწყებს. ოპოზიციას ერთად მუშაობა და ერთიანი პლატფორმით ქვეყნის ევროპულ მომავალზე მუშაობა პრეზიდენტმა გუშინ შესთავაზა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობისთვის ეს ინიციატივა მისაღები აღმოჩნდა. პირველი შეხვედრა ლელოსთან გაიმართა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ორბელიანების სასახლეში დაახლოებით 1 საათი ხვდებოდნენ სალომე ზურაბიშვილს. მათი შეფასებით შეხვედრა იყო პროდუქტიული.
"დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა ამ გეგმის განხილვას და მომავალ ხედვას, თუ როგორ უნდა მოხდეს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიღწევა ძალიან მალე და ეფექტურად. ვიცით, რომ დღეს საქართველოს მართავს რუსული ხელისუფლება რუსული მეთოდებით, რუსული ფულით, ხელისუფლებას სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი, რომელიც კაპიტალს ეზიდება რუსეთიდან და ინვესტიციას აკეთებს არა ქვეყნის განვითარებაში, არამედ ბოტების, ტროლებისა და ცილისწამების მექანიზმებში, რომ გააშავოს ოპონენტები.
ჩვენ ყველ იმ ქართველ პატრიოტთან ერთად, ვისაც უნდა ქვეყნის ნორმალური განვითარება, ვისაც უნდა რომ ქვეყანაში არ იყოს კორუფცია, ვისაც უნდა განათლება იყოს ნორმალურ დონეზე , ბევრი სამუშაო ადგილი, ემიგრაცია დაბრუნდეს, ვისაც უნდა რომ ევროპის ნამდვილი, ღირსეული წევრები გავხდეთ რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ ამას შევასრულებთ ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად" - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
პრეზიდენტის ინიციატივას ოპოზიციის დიდი ნაწილი მიესალმება და სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრებსაც აპირებს. დღეს ორბელიანების სასახლეში მივლენ თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე. ამ ფორმატში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს გახარიას გუნდი. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ამ პლატფორმაში შედინა ისეთი ოპოზიციონერები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვენ, რაც პარტია "საქართველოსთვის" მიუღებელია.
იხილეთ: