"რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, ჩვენ წარმატებულ საგარეო გუნდთან ასე რომ უზრდელობს, ეს არის უტიფრობა. უხერხულად ვიყავი ძალიან ჩემს კოლეგებთან. ყველასთან ნაჩხუბარი იყო. იუხეშებდა გააგდებდნენ, იუზრდელებდა გააგდებდნენ. კომიტეტის წევრებთანაც უხერხულად ვიყავით, მარტო ჩვენ კომიტეტიდან არ იყო გაძევებული და ალბათ ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, მარკო მატერაცი იქნებოდა"
თქვა "ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ სალომე სამადაშვილზე, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს ჰკითხა - მიიღეს თუ არა ჩინეთისგან გარანტიები რომ მათი დამოკიდებულება გაეროში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, შეიცვლება.