აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება. პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი. 

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია 6 478 623 ამომრჩეველი. არჩევნებს 90 372 დამკვირვებელი ადევნებს თვალყურს, მათგან 790 საერთაშორისო დამკვირვებელია. დამკვირვებელთა შორის იქნება რუსეთის დელეგაციაც, რომელსაც პირადად გრიგორი კარასინი უხელმძღვანელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი