სამმა კომიტეტმა მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და სამთავრობო პროგრამაზე "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" იმსჯელეს.

კომიტეტებმა სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

სამივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას. 

დღესვე პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს და მის მიერ პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილ მთავრობის შემდგენლობას ოპოზიცია მოუსმენს. 8 თებერვალს პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი