კობახიძე ოპოზიციონერებს სამთავრობო პროგრამას წარუდგენს | სხდომას "ლელო" და "საქართველოსთვის" არ ესწრება

გამოქვეყნდა:

პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციური ჯგუფების წევრებს სამთავრობო პროგრამას წარუდგენს, შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში სრული შემადგენლობითაა.

ერთობლივი სხდომის ფორმატში მონაწილეობს - "ნაციონალური მოძრაობა"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "გირჩი"; "ევროოპტიმისტები"; "მოქალაქეები"; ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები. 

სხდომას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს.

"ლელო" და "საქართველოსთვის" ფორმატში არ მონაწილეობს, პრობლემა მათთვის გახდა ის, რომ სხდომა თინა ბოკუჩავას მიჰყავს. პარტიებში ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირება არ უნდათ და ხვალ დასვამენ კითხვებს, როცა საკითხი უკვე კენჭისყრაზე გავა.

"გადაწყვიტეს, რომ არ მიეცეს შესაძლებლობა ენმ-სგან განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს ცალკე ფორმატში შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს, ეს არის ერთი მიზეზი და მეორე, უკვე რამდენი დღეა ვუსმენთ მთავრობის წარმომადგენლებს, და ვნახეთ რომ არაფერზე პასუხი არ აქვთ, არცერთ შეკითხვაზე, არც ერთი ახალი პოლიტიკური იდეა არ მოგვისმენია", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას, ბექა ლილუაშვილმა თქვა, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ "კობახიძის და ნაცმოძრაობის გათამაშებულ ურთიერთსასარგებლო სპექტაკლში".

თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ზოგიერთ პარტიას იდენტობის პრობლემა აქვს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი