კონგრესში, რესპუბლიკელების მიერ შეთავაზებული ისრაელის მხარდამჭერი კანონპროექტი ჩავარდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 17.6 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, ჩავარდა.  პროცედურა პალატის 2/3-ის მხარდაჭერას მოითხოვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხრეებს შორის მინიმუმ 72 დემოკრატი უნდა ყოფილიყო. კანონპროექტმა ეს მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რადგან დემოკრატების სურვილია ისრაელის მხარდაჭერის კანონპროექტი უკრაინის პაკეტთან ერთად დამტკიცდეს.

გუშინ  ჯო ბაიდენმა  გაავრცელა განცხადება, რომ ის ვეტოს დაადებს კანონპროექტს, თუკი მასში მხოლოდ ისრაელის დახმარებაზე იქნებოდა საუბარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი