არ ვართ კმაყოფილი არც მიგრაციის მაჩვენებლებით, არც შობადობის, არც ქორწინება-განქორწინების | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"დემოგრაფიის კუთხით ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი არც მიგრაციის მაჩვენებლებით, არც შობადობის მაჩვენებლებით, არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებით. არის სერიოზული გამოწვევები. სტატისტიკას თუ დახედავთ, ნახავთ, რომ გამოწვევები არის ძალიან სერიოზული. თუ სადმე გვაქვს განსაკუთრებული სირთულეები, ეს არის პირველ რიგში, დემოგრაფია, რომელსაც სჭირდება ჩვენი, მათ შორის საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება. "

განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი