ევროკომისია უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

გამოქვეყნდა:

ევროკომისია უნგრეთის წინააღმდეგ "ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვის შესახებ" კანონის მიღების გამო, სამართლებრივ დავას იწყებს.

ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების განცხადებით, მათ ბუდაპეშტს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნეს, სადაც აცნობეს, რომ კანონმდებლობა ბლოკის დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს.

"ახალი ორგანოს შექმნა ფართო უფლებამოსილებით და მონიტორინგის, აღსრულებისა და სანქციების მკაცრი რეჟიმით, ასევე სერიოზულად დააზარალებს დემოკრატიას," - თქვა კომისიის წარმომადგენელმა.

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ავტორიტარული რეჟიმის ოპონენტები აცხადებენ, რომ ახალი კანონები მის პოლიტიკურ კონკურენტებს, ასევე კრიტიკულ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას ჩახშობით ემუქრება.

კომისია ორბანთან უნგრეთის კანონის უზენაესობის გამო წლობით კამათობდა. ახალი კანონის თანახმად, პოლიტიკურ კანდიდატებს, რომლებიც დაარღვევენ დაფინანსების წესს, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კრიტიკოსების თქმით, კანონები, რომლებიც განიხილება, როგორც რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ განხორციელებული დრაკონული კანონების მსგავსი, ორბანს აძლევს უფლებამოსილებას, ოპონენტებსა და კრიტიკოსებს თავზე უსაფრთხოების სამსახურები დააყენოს. ახლად დაარსებულ სუვერენიტეტის დაცვის ოფისს, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავრობის წარმომადგენელი, აქვს უფლება გამოიძიოს უცხოური დაფინანსების მიმღებები. მას შეუძლია მოითხოვოს საჯარო და პირადი ინფორმაცია სამიზნეებისგან, ასევე უნგრეთის სადაზვერვო სამსახურებისგან.

უნგრეთს ოფიციალურ წერილზე პასუხის გასაცემად ორი თვე აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი