ფუკუშიმას ელექტროსადგურიდან რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა

გამოქვეყნდა:

ფუკუშიმა დაიჩის ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ინფორმაციას კომპანია Tokyo Electric Power Company (TEPCO) ავრცელებს და წერს, რომ რადიოაქტიური წყალი მოწყობილობიდან გაიჟონა, რომელიც დაბინძურებულ წყალს ამუშავებს.

კომპანიის განცხადებით, გაჟონილი წყალი გარემოზე გავლენას არ მოახდენს. საწარმოს შეფასებით, 5,5 მეტრულ ტონამდე რადიოაქტიური წყალი, რომელიც შეიცავს 22 მილიარდ რადიოაქტიურ ნივთიერებას, გაიჟონა მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაოების დროს წყლის გამწმენდი მოწყობილობების სარქველები ღია დარჩა.

TEPCO-ში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ქარხნის ირგვლივ მდებარე სადამკვირვებლო პუნქტებზე, არ დაფიქსირებულა.

ქარხანა 2011 წელს ძლიერმა მიწისძვრამ და ცუნამმა დააზიანა. მისი ხელახალი ამუშავების ნებართვა 2023 წლის დეკემბერში გაიცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი