ოპოზიციური კონსულტაციები დაიწყო. პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დღეს თითქმის ყველა ოპოზიცური პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა. ქვეყნის მთავარსარდლის იდეა, საერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პლატფორმის შესახებ ორბელიანების სასახლეში განხილვის მთავარი თემა იყო.
პირველები რეზიდენციაში "ლელოს" ლიდერები გამოჩნდნენ. ხაზარაძე-ჯაფარიძის მსგავსად პრეზიდენტთან აუდიენციაზე იყვნენ ზურა-გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე. სხვა ოპოზიციური პარტიებიც ადასტურებენ, რომ გაერთიანება ევროპული იდეის გარშემო ყველასთვის მისაღებია. თუმცა არსებობს ერთადერთი გამონაკლისი - შესაძლო კოალიციას არ შეუერთდება გიორგი გახარიას გუნდი.