ნეთანიაჰუმ "ჰამასის" მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის პირობები უარყო

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ "ჰამასის" მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის პირობები უარყო და განაცხადა, რომ "სრული გამარჯვება" ღაზაში რამდენიმე თვეშია შესაძლებელი.

ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადების საპასუხოდ "ჰამასმა" სამეტაპიანი მოთხოვნები წარმოადგინა.

გამოცემა Reuters-ის მიერ ნანახი, "ჰამასის" დოკუმენტის პროექტი სამ ფაზას მოიცავს:

პირველი ფაზა: 45-დღიანი პაუზა ბრძოლაში, რომლის დროსაც ყველა ისრაელელ ქალ მძევალს, 19 წლამდე მამაკაცს, მოხუცებს და ავადმყოფებს გაცვლიან ისრაელის ციხეებში მყოფ პალესტინელ ქალებსა და ბავშვებში. ისრაელი ჯარებს გაიყვანს ღაზას დასახლებული უბნებიდან და დაიწყება საავადმყოფოებისა და ლტოლვილთა ბანაკების რეკონსტრუქცია;

მეორე ფაზა: დარჩენილი მამრობითი სქესის მძევლები გაიცვლებიან პალესტინელ ტყვეებში და ისრაელის ჯარები მთლიანად დატოვებენ ღაზას;

მესამე ფაზა: ორივე მხარე გაცვლის ნეშტებს და გვამებს.

შეთანხმების თანახმად, ასევე გაიზრდება საკვებისა და სხვა დახმარების მიწოდება ღაზას სექტორში.

"ჰამასის" ამ წინადადებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "ცოტა ზედმეტი უწოდა". სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი, რომელიც ისრაელში დღეს ჩავიდა, განაცხადა, რომ ჯერ კიდევ "ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი" მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. მან, ასევე, ხაზი გაუსვა გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის მნიშვნელობას.

მანამდე, ისრაელის მე-13 არხთან საუბრისას, ისრაელის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ "ჰამასის" ზოგიერთი მოთხოვნის შესრულება ვერ მოხერხდებოდა და დასძინა, რომ ხელისუფლება მსჯელობდა იმაზე, უარი ეთქვა წინადადებაზე თუ სხვა პირობები მოეთხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი