აშშ-ის დარტყმის შედეგად, ბაღდადში ლიკვიდირებულია "კატაიბ ჰეზბოლას" მეთაური

გამოქვეყნდა:

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქ ბაღდადში აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად "კატაიბ ჰეზბოლას" სამი წევრი, მათ შოირს მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა.

"კატაიბ ჰეზბოლას" ლიდერი და მისი ორი მცველი იმყოფებოდნენ მანქანაში, რომელიც სამინზე გახდა.

პენტაგონმა განაცხადა, რომ მეთაური იყო პასუხისმგებელი რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმების დაგეგმვაზე და მონაწილეობაზე. შტატების მხრიდან თავდასხმა უკავშირდება გასულ თვეში, იორდანიაში დრონით შეტევას, რასაც სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

"ამ დროისთვის არ არსებობს მინიშნებები ზარალის ან მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ", - თქვა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ, თუმცა მანქანა, რომელზეც თავდასხმა მოხდა, იყო ხალხმრავალ ქუჩაზე.

"კატაიბ ჰეზბოლამ" განაცხადა, რომ ის აჩერებს თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე, რათა თავიდან აიცილოს "უხერხულობა" ერაყის მთავრობისთვის.

თავდასხმა მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც აშშ-მა 85 დარტყმა განახორციელა ერაყ-სირიის სასაზღვრო ზონაში.

7 ოქტომბერს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის დაწყების შემდეგ ამერიკულ ძალებს 165-ზე მეტი სარაკეტო და უპილოტო დარტყმა მიაყენეს. აშშ-ს დაახლოებით 2500 ჯარისკაცი ჰყავს ერაყში და 900 მეზობელ სირიაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი