უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, 8 თებერვლის ღამეს რუსებმ 17 დრონით შეუტიეს ქვეყნის რამდენიმე რეგიონს. უწყება ამბობს, რომ 11 "შაჰიდის" განადგურება შეძლეს - ნიკოლაევის, ოდესის, ვინიცას და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.
ცნობილია, რომ ოდესაში ღამის თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, დაუმთავრებელი მაღალსართულიანი შენობა და სასწავლო შენობა.