მადლობების სერია "ბატონ ბიძინას" და მმართველი უმრავლესობის უწყვეტი ტაში სხდომათა დარბაზში - ირაკლი კობახიძის მთავრობის დამტკიცება საკანონმდებლო ორგანოში ოლიგარქის ჩვეული ქებით დაიწყო. ტრიბუნასთან საუბრისას მომავალმა პრემიერმა ოცნების საპატიო თავმჯდომარე არაერთხელ ახსენა,რასაც სახელისუფლებო გუნდის ოვაციები მოჰყვა.
ქების გარდა, კობახიძეს ოპოზიციის კრიტიკის მოსმენაც უწევს. ხელისუფლების ოპონენტები მას ახლო პოლიტიკურ წარსულს ახსენებენ და რუსული პოლიტიკის გატარებაში ღიად ადანაშაულებენ.
სხდომას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.