"გისმენდით და ამაყად ვიტყვი, რომ ჩვენს წინაშე იდგა მაღალი ერუდიციის მქონე სახელმწიფო მოღვაწე, დიდი თვალსაწიერის მქონე მოაზროვნე, პატრიოტი ადამიანი, რომელსაც გასიგრძეგანებული აქვს თავის ქვეყნის მომავალი.
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში საკანონმდებლო სივრციდან მთავრობის მეთაურის პოსტზე ინაცვლებს ჩვენი ძვირფასი კოლეგა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობის მეთაურის პოსტს იკავებს სამართლის აღიარებული პროფესორი, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე კონსტიტუციის შემოქმედი და დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც თქვენ მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი საქმე ბატონო ირაკლი, უამრავი წარმატება გვექნება ჩვენ თქვენს გუნდთან ერთად".
მიმართა პრემიერობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს "ოცნების" დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა.