უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული საბრძოლო ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტავრიის მიმართულების ხელმძღვანელი, ოლექსანდრ ტარნავსკი ავრცელებს.
ტარნავსკის ცნობით, უკრაინამ რუსული სამხედრო ვერტმფრენი 7 თებერვალს ჩამოაგდო.
მისივე ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ნოვოპავლოვსკის, ავდიივისა და ორიხოვის მიმართულებებზე.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, უკრაინელებმა ომის დაწყებიდან დღემდე 325 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.