პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმება "ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას" ითვალისწინებდა. კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მსგავს შეთანხმებას ხელს "არასდროს, არავის ჩართულობით აღარ მოაწერენ":
"თქვენ [ოპოზიციას] ძალიან გიყვართ 19 აპრილის შეთანხმება და დღეს გაირკვა, რომ თურმე, არ მოგწონთ ეს 19 აპრილის შეთანხმება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, არასდროს, აღარასდროს ჩვენ ხელს აღარ მოვაწერთ მსგავს შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის ჩართულობას ჩვენ აღარასდროს აღარ მოვაწერთ ხელს", - ამბობს კობახიძე.