ბჟანია მოსკოვში ლავროვს შეხვდა

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის "პრესსამსახური" ავრცელებს. 

ბჟანია მოსკოვში "სამუშაო ვიზიტით" იმყოფება. 

"ასლან ბჟანიამ და სერგეი ლავროვმა განიხილეს აფხაზურ-რუსული ურთიერთობების განვითარება," - წერს "პრესსამსახური". 

დე ფაქტო პრეზიდენტმა ლავროვს მომავალი დიპლომატების დღე მიულოცა და წარმატებული მუშაობა უსურვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი