"ყვიროდა, ტირანი და მსგავს შეურაცხმყოფელ ფრაზებს სტალინის მიმართულებით" | რა წერია ნატა ფერაძის სამართალდარღვევის ოქმში?

გამოქვეყნდა:

შეურაცხმყოფელ ფრაზებს იძახდა, რომელიც მიმართული იყო სტალინის მიმართულებით - ნათქვამია სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საქმის ოქმში, რომელსაც ფერაძე ფეისბუქ გვერდზე თავადვე ავრცელებს. 

"...ნატალია ფერაძე ყვიროდა, შეურაცხმყოფელ ფრაზებს იძახდა, რომელიც მიმართული იყო სტალინის მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ნატალია ფერაძე პარალელურად ყვიროდა ტირანი და მსგავსი შეურაცხმყოფელი ფრაზებით, ასევე ტაძრის დატოვების მომენტში აგრძელებდა ყვირილს, რითაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს..." ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, ნატა ფერაძემ საპატიმრო გუშინ, 7 თებერვალს დატოვა. სამოქალაქო აქტივისტი საკუთარ სახლში  2 თებერვალს დააკავეს. მას 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სამებაში, მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, საღებავის შესხმის გამო მიუსაჯეს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი