პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში კონსულტაციებს განაგრძობს. დღეს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე იმყოფებოდა. ამ წუთებში კი პრეზიდენტთან კონსულტაციებს გადის ზვიად ძიძიგური, რომელიც ათონელზე ცოტახნის წინ მივიდა.
ვისაუბრეთ იმ პროექტზეც, რომელზეც ქალბატონმა პრეზიდენტმა შესთავაზა ქართულ პოლიტიკურ შემადგენლობას. მიმაჩნია, რომ მისი გააქტიურება არის ძალზედ მნიშვნელოვანი პოზიტივების მომტანი შესაძლებელია გახდეს, რა თქმა უნდა, სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში. პოლიტიკურ ოპოზიციას აძლევს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთი ფორმატი შეიქმნას, სადაც მას თავიანთი პოზიციების დაფიქსირების, ევროინტეგრაციისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის. ამას გარდა, იქნება შესაძლებლობა, რომ ამ პარტიებმა ერთმანეთთან დაპირისპირების გარდა კოორდინაციის რეჟიმში იმუშაონ..., - ამბობს ზვიად ძიძიგური შეხვედრის დასრულების შემდეგ.