კობახიძე პრემიერია | "ოცნებამ" მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერმინისტრია. "ქართულმა ოცნებამ" მინისტრთა კაბინეტი 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 

მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

  • კულტურისა და სპორტის მინისტრი - თეა წულუკიანი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი;
  • ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;
  • იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
  • თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ შამუგია;
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - გიორგი ამილახვარი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა. ის :ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა. მისი გადადგომის შემდეგ კი, იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პოსტს კობახიძე დაიკავებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი