დიდი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების გეგმა პრეზიდენტს სისრულეში მოჰყავს. სალომე ზურაბიშვილი აქტიური კონსულტაციების ეტაპზე გადავიდა. ორბელიანების სასახლეში შეხვედრების სერია გრძელდება. სახელმწიფოს მეთაურმა დახურულ კარს მიღმა კონსულტაციები დღეს რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერთან გამართა. მსჯელობის მთავარი თემა უცვლელია - რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.