"სქაი გერლს" ბარში მომხდარი ძალადობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

სამართალდამცველებმა "სქაი გერლს" ბარში დაცვის მიერ კლიენტების ცემის საქმეზე 2 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს და 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ არარეალური ანგარიშის გაპროტესტების გამო, "სქაი გერლს" ბარში ახალგაზრდა სასტიკად სცემეს. ბარის ყოფილი თანამშრომელი იხსენებს, რომ "სქაი გერლსში" თაღლითური სქემა არაერთხელ გამოყენებულა და ძირითადად მოტყუებულები უცხოელები რჩებოდნენ, თუმცა მათ რიგებში ქართველებიც ხვდებოდნენ. ამ თაღლითური სქემის არაერთ შემთხვევას "მთავარი არხის" არქივიც ინახავს.უცნობია, წინა იდენტური შემთხვევებიდან დაისაჯა თუ არა ვინმე. ერთ-ერთი ბარი, რომელშიც ფული მომხმარებელს ასეთივე სქემით რამდენჯერმე წაართვეს, სწორედ პოლიციელებს ეკუთვნოდათ.  

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი