"როგორ წარმოგიდგენიათ, საარჩევნო ადმინისტრაციის მართვა ჩაბარდეს პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირს" | ცესკო-ს თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე

გამოქვეყნდა:

"როგორ წარმოგიდგენიათ, საარჩევნო ადმინისტრაციის მართვა ჩაბარდეს პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირს", - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საუბრობს და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურება. 

"...ამ ცვლილების სახით მიღების შემთხვევაში დარჩებათ მათ კომისიის წევრი და კომისიურ გადაწყვეტილებებზე ექნებათ ზუსტად იგივე გავლენა, რაც აქამდე ჰქონდათ. თავმჯდომარის მოადგილის, ამ შემთხვევაში, ე.წ. ოპოზიციის კვოტიდან ერთადერთი ფუნქცია, რომელიც მათ კანონიდან გამომდინარე გააჩნიათ, ეს არის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მისი მოვალეობის შესრულება. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომელ სამართლებრივ ლოგიკაში შეიძლება ჩაჯდეს რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მართვა ჩაბარდეს ისეთ პირს, რომელიც აი ამ სახით, პოლიტიკური, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდპოლიტიკური მიზეზით", - ამბობს კალანდარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტი არჩევნების წინ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ცესკოზე სრული კონტროლის დასამყარებლად ემზადება. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები ამ წუთებში პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ

ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების დანიშვნაში ფორმალური მონაწილეობაც აღარ შეეძლება და ცესკოს კონტროლი სრულად მმართველი პარტიის ხელში გადადის. უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო არჩეული.

კანონპროექტის ხელახლა ინიცირებით "ოცნებამ" ვენეციის კომისიის დასკვნა არ გაითვალისწინა, სადაც პირდაპირ ეწერა,რომ შემოთავაზებული ცვლილებები უდროო და საკმაოდ დამაბნეველია.

უფრო კონკრეტულად კი, ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი ქვორუმით, თუმცა არსებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის ხმა.

საერთაშორისო ორგანიზაციები პრობლემად მიიჩნევენ იმ ფაქტსაც, რომ პრეზიდენტის ჩართულობა ამ პროცესში მინიმალურია. მათი რეკომენდაციაა, შესარჩევი კომისია, რომელიც ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარეს ექვემდებარება, ისევ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში დაბრუნდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი