"კაწრო" შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო", შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

ბილანიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში უკვე მეოთხედ დაიბარეს. პირველად იგი 8 ივლისს დაიბარეს, როდესაც ირწმუნებოდა, რომ დიღმის ტრასაზე, სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში ის არ ფიგურირებდა და არც გიორგი შაქარაშვილის საქმესთან ჰქონია შემხებლობა.

მოგვიანებით, 14 ივლისს, კაწროს მეუღლემ, ნათია რუხაიამ, ბილანიშვილის ნაცვლად, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ქარტიაში უჩივლარის შემდეგაც, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგიშაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი