კობახიძემ გამოსცა ბრძანება მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ

გამოქვეყნდა:

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.

გუშინ პარლამენტმა ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

"ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ. ბრძანების გამოცემიდან, ყველა მინისტრი ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მთავრობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იცვლება, პოსტს ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი