ბელგოროდში ჩამოვარდნილ ილ-76-ში უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ ყოფილან | დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა  Babel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელგოროდის მახლობლად ჩამოვარდნილ ილ-76-ში უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ ყოფილან. 

"იყვნენ თუ არა იქ სამხედრო ტყვეები? ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არა" - თქვა დანილოვმა.

მისივე თქმით, თვითმფრინავში რომ სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, კატასტროფის ადგილას მეტი  "ბიოლოგიური მასალა" იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა 24 იანვარს მოხდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ ილ-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც უნდა გაეცვალათ. მათივე მტკიცებით, თვითმფრინავიც უკრაინამ ჩამოაგდო. თუმცა, უკრაინა ბრალდებებსა და რუსულ პროპაგანდისტულ ინფორმაციებს არ ადასტურებს. უშიშროების სამსახურმა მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი