პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საკუთარი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ერთიანი ევროპული პლატფორმის ჩამოყალიბებას გულისხმობს, ამ წუთებში, ათონელის რეზიდენციაში "ევროპული საქართველოს" ლიდერებს ხვდება. პარტიის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ერთ საათზე მეტია, იმყოფებიან.
ჩვენი დამოკიდებულება, "ევროპული საქართველოსი", არის სკეპტიკური ძალიან. იმიტომ რომ არ არის საჭირო ამდენი ლაპარაკი, საჭირო არის საუბარი იმაზე, ვინ რა პოზიციაზე დგას, ვის რა შინაარსი აქვს, ვინ იმუშავებს იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ხედვა, რომელიც საზოგადოებამ იცის, მასაც გავუზიაროთ. არაფრის ისეთის თქმას არ ვაპირებ, რაც საზოგადოებამ არ იცის ისედაც ჩვენგან. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი ჩვენ ინსტიტუტსაც პატივს ვცემთ და ისედაც, დისკუსიისთვისაც, ყოველთვის მზად ვართ, - თქვა გიგა ბოკერიამ შეხვედრის დაწყებამდე.