უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გადაყენებულია. ვალერი ზალუჟნის, რომელიც ომში უკრაინის ჯარს პირველივე დღიდან მეთაურობდა, ალექსანდრ სირსკი ჩაანაცვლებს. სწორედ გენერალ-პოლკოვნიკის სახელს უკავშირდება კიევის დაცვის ოპერაცია და წარმატებული შეტევები ხარკოვის მიმართულებით, ის ზელენსკიმ დღეს ყველაზე გამოცდილ მეთაურად დაასახელა. გადაწყვეტილების განმარტებისას უკრაინის პრეზიდენტმა მხოლოდ ომის წარმოებაში საჭირო ცვლილებები დაასახელა , თუმცა მედია სხვა ვერსიებზე და ზელენსკისა და ზალუჟნის უთანხმოებაზე საუბრობს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი