რუსულმა ძალებმა სუმში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს | არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსებმა სუმის რეგიონში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს.

იერიშის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 4 მშვიდობიანი მოქალაქე. 

 "წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა 4. ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. ადგილზე ყველა საჭირო სერვისი მუშაობს" - ნათქვამია ცნობაში.

თავდასხმის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები. არ არის გამორიცხული ნანგრევებში ადამიანები მოყოლილიყვნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი