"საქართველოს ტერიტორიაზე პირუტყვის საძოვრად გადაყვანის შემთხვევები გაიზარდა, რაც პათოგენების გადმოტანის რისკს ზრდის" | ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის "სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის" განცხადებით, ცხინვალში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა არ ემორჩილება "საზღვრის კვეთის წესებს".  მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა შეხვედრაზე მიიწვია "სასოფლო ადმინისტრაციის" წარმომადგენლები.

"გარდა ამისა, ბოლო დროს გაიზარდა სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე პირუტყვის საძოვრად გადაყვანის შემთხვევები, რაც ქმნის ცხოველების ბიოლოგიური დაბინძურებისა და პათოგენების საპირისპირო მიმართულებით გადატანის რისკებს“, - აცხადებს საოკუპაციო რეჟიმი. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი" მოსახლეობას აფრთხილებს, რომ "საზღვრის დაცვის კანონის" დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

[ფოტო - "რადიო თავისუფლება"]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი