რუსეთის მიერ გაშვებული 31 "შაჰიდიდან" 23 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 31 "შაჰიდის" ტიპის დრონით შეუტიეს. როგორც უწყება ამბობს, მათ 23 დრონი ჩამოაგდეს.

რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. მათი დარტყმების ძირითადი სამიზნე ოდესისა და ხარკოვის ოლქები იყო.

"საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ სარაკეტო ძალების ქვედანაყოფები, საჰაერო და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები, ასევე, რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებები," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი