რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს | არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 7 ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, ღამით რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი. განხორციელდა 50 მკვიდრის ევაკუაცია.
დაიწვა 15-ზე მეტი კერძო სახლი. როგორც ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, ხანძრის ფართობი დაახლოებით 3 700 კვადრატული მეტრი იყო.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო. საგანგებო სიტუაციების სამსახურები დაშავებულებს ამ დრომდე ეძებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი