რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი, ბრალდებულის ძმა დააკავა

გამოქვეყნდა:

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში 4 ადამიანის მოკვლისა და ერთის დაჭრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ორველაშვილის ძმაა და სანადირო თოფი, რომლითაც გუშინ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა, სავარაუდოდ, ძმას ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 თებერვალს, ახალგაზრდა კაცმა, რუსთავში, ე.წ " სტამბოლის ბაზრობაზე" სანადირო თოფით 4 ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა. დაჭრილი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება და მძიმე მდგომარეობაშია.

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი