ქობულეთში, შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ქობულეთში,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ 80 წლის კაცს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, 80 წლის კაცს გირაოს სახით 50 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების საფუძვლად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, ეს გარემოება მოსამართლემ გაითვალისწინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა არ ეთანხმება და ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. ბრალდების მხარე კაცისთვის აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. 

შეგახსენებთ, რომ  სამართალდამცავებმა ქობულეთში კაცი შშმ ქალზე სექსულური ძალადობისთვის 7 თებერვალს დააკავეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი