"მთავარი არხის" ინფორმაციით, სუს-მა ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმოწერილი დოკუმენტაცია გამოითხოვა, გამოიკითხეს მისი კადრებიც | სავარაუდო კორუფცია

გამოქვეყნდა:

რეალური თუ მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან? სუს-ში მაღალჩინოსნების დაბარებები დაწყებულია. "მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოკითხვაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ. ორივე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის კადრია. წყარო გვიყვება რომ სამინისტროდან სუს-მა ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმოწერით არაერთი დოკუმენტი გამოითხოვა. შეეწირა თუ არა ყოფილი მინისტრის თანამდებობა ანტიკორუფციულის გამოძიებას და მივა თუ არა საქმე შესაძლო კორუფციული გარიგებების კვალზე, ეს ალბათ რამდენიმე თვეში გამოიკვეთება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი