პუტინის ცხოვრება კინოში | პოლონელი რეჟისორის პოლიტიკური თრილერი დიქტატორის ცხოვრებაზე

გამოქვეყნდა:

60 წელი პუტინის ცხოვრებიდან. დიქტატორის გზა 10 წლიდან დღემდე -  პოლონელმა რეჟისორმა პატრიკ ვეგამ გადაიღო. პოლიტიკურ თრილერში აღწერილია 10 წლის პუტინის საქართველოში ცხოვრებისა და პოლიტიკური კარიერის მთავარი  დეტალები. მათ შორისაა ჩეჩნეთის ომი, ნორდ-ოსტისა და ბესლანის ტრაგედიები, უკრაინა , ბუჩა, ირპინი და მარიუპოლი. ფილმი სახელწოდებით „პუტინი“ ე.წ. დიფ ფეიკის ტექნოლოგიით არის გადაღებული; ხელოვნური ინტელექტის ალგორითმმა საშუალება მისცა რეჟისორს რომ მსახიობის გამოსახულება და მიმიკები, პუტინის სახის მსგავსი ყოფილიყო. უკრაინასა და პოლონეთში დახურულ ჩვენებებზე მაყურებლის ნაწილმა პატრიგ ვეგას  ფილმი უკვე ნახა. ფილმ "პუტინის" საერთაშორისო პრემიერა გაზაფხულზე შედგება.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი