უნგრეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი გადადგა. განცხადება ამის შესახებ მან დღეს, თავად გააკეთა.

რამდენიმე დღის წინ ნოვაკმა ბავშვთა სახლში მომხდარი სექსუალური ძალადობის დაფარვისთვის გასამართლებული პირი შეიწყალა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

"შეცდომა დავუშვი...დღეს ბოლო დღეა, როდესაც პრეზიდენტის რანგში მოგმართავთ" - განაცხადა ნოვაკმა სატელევიზიო მიმართვაში. 

პარასკევს ბუდაპეშტში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით 1000-მდე ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. ნოვაკის გადადგომა მოითხოვა უნგრეთის ოპოზიციამაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი