ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისა და გენშტაბის უფროსის ახალი მოადგილეები დანიშნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ახალ სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ სირსკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ანატოლი ბარგილევიჩის მოადგილეები დაასახელა. სირსკის მოადგილეები პოლკოვნიკი ვადიმ სუხარევსკი და პოლკოვნიკი ანდრეი ლებედენკო იქნებიან, ხოლო  ბარგილევიჩის- ვლადიმერ ჰორბატიუკი, ალექსეი შევჩენკო და მიხაილ დრაპატი. 

„ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის გადატვირთვას. ახალი ადამიანები, რომლებიც კარგად არიან ცნობილნი ჯარში და თავადაც კარგად იციან რა სჭირდება ჯარს, ახალ მოვალეობებს ასრულებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად  გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი დანიშნა. ხოლო გუშინ, 9 თებერვალს შეცვალა გენშტაბის უფროსიც და  სერგეი შაპტალას ნაცვლად, ამ თანამდებობაზე გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დანიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი