ხარკოვზე რუსული ძალების თავდასხმას უკრაინელი პროკურორი, მისი ქმარი და 3 მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

შაბათს ღამით, რუსული ძალების მიერ ხარკოვზე მომხდარ თავდასხმას ჩუგუევის რაიონული პროკურატურის განყოფილების პროკურორი ოლგა პუტიატინა, მისი ქმარი და სამი შვილი ემსხვერპლა. მათგან, უფროსი 7 წლის, მეორე 4 წლის, ხოლო ყველაზე პატარა - 10 თვის ჩვილია. 

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, დნმ-ის ნიმუშებით ცხედრები უკვე იდენტიფიცირებულია.

ოლგა პუტიატინა 35 წლის იყო და ხარკოვის ოლქის პროკურატურაში 2012 წლიდან მუშაობდა. თავდასხმის დროს, ის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა.

ოკუპანტებმა გასულ ღამეს ხარკოვზე "შაჰიდის" დრონებით მიიტანეს იერიში. 

5 სულიანი ოჯახის გარდა, დაღუპულია კიდევ 2 ადამიანი - 66 და 65 წლის ცოლ-ქმარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი